სიღარიბის გაზრდილი მაჩვენებელი

პანდემიის კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტი და ქვეყნის ნომერ პირველი გამოწვევა: საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი.

ვითარება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში. კორონავირუსის პირველ ტალღამდე პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელმა 1.8%-ით მოიმატა. ეკონომისტები გაუარესებულ მონაცემებს სამომხმარებლო ფასების მატებით და უმუშევრობის მაღალი დონით ხსნიან. ბოლო ერთ წელიწადში პანდემიის და სხვა მიზეზების გამო ასეულობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. სპეციალისტები გამოსავალს სამუშაო ადგილების შექმნაში და სამუშაო ძალის სწორად განაწილებაში ხედავენ, რისთვისაც პროფესიული განათლების ხელშეწყობა და შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის სიღრმისეული კვლევაა საჭირო.