ეკონომიკის მინისტრის ანგარიში პარლამენტში

ინფლაცია, პოსტ-პანდემიური რეალობა, გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრები – ეკონომიკის მინისტრი პარლამენტის წინაშე წარდგა.

მინისტრის საათის ფორმატში ლევან დავითაშვილს პანდემიის და ომის გამო ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მოუხდა საუბარი. როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი უფრო მეტად, რა ზომები უნდა გატარდეს ფასების ზრდის ფონზე იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებზეც ინფლაციის წნეხი ყველაზე მეტად აისახება – ეს იყო გამოსვლის მთავარი მიმართულებები. კითხვები დაისვა „ნამახვანჰესის“ მომავალზე, ასევე საპარტნიორო ფონდში გასატარებელ რეფორმაზე.