სიღარიბის მაჩვენებელი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. 2022 წელს ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წელთან შედარებით, 1.9 პროცენტით არის დაკლებული და ჯამში 15.6-%-ს შეადგენს.

მთავრობაში აცხადებენ, რომ 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მთავრობის მიზნობრივი სოციალური პოლიტიკა აისახა როგორც დასაქმების ზრდაზე, ასევე სიღარიბის შემცირებაზე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სიღარიბე ქვეყნისთვის მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, თუმცა აღნიშნული სტატისტიკა მეტყველებს, რომ მთავრობას მართებული პოლიტიკა აქვს არჩეული.