რიგით მეხუთე საერთო კრებას მართავს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია.
ოთხი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენასთან ერთად, კრებაზე ასოციაციის მმართველი ორგანოს – გამგეობის წევრთა არჩევნები ჩატარდა.
არჩეულ კანდიდატთა შემადგენლობიდან დაინიშნა ასოციაციის თავმჯდომარე. ის კვლავ ზვიად კორძაძე იქნება. ასოციაცია უკვე ოთხი წელია არსებობს და მისი ძირითადი მიზანი, იურიდიული განათლების ხელშეწყობა და ადვოკატის უფლებების დაცვაა.
საქმიანობის ოთხი წლის ანგარიში ზვიად კორძაძემ წარადგინა. ასოციაციაში მმართველობით ფუნქციას ახალი შემადგენლობით გამგეობის წევრები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეასრულებენ.
სიფა პროფესიული გაერთიანებაა და 27 წამყვან იურიდიულ კომპანიას აერთიანებს.