ადვოკატთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაცია დავით ასათიანს მხარდაჭერას უცხადებს
ადვოკატთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაცია დავით ასათიანს მხარდაჭერას უცხადებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ასათიანს მხარდაჭერას უცხადებს ადვოკატთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაცია.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ასათიანმა არჩევნებში უპრეცედენტო უპირატესობით მოიგო და პროცესმა გამჭვირვალე ვითარებაში ჩაიარა.

„ვემიჯნებით ლანჩავა-კორძაძეს და მიგვაჩნია, რომ მათი დემარში არის მიზანმიმართული ქმედება, შეილახოს ადვოკატთა ასოციაციის ავტორიტეტი. არჩევნების პროცესი იყო გამჭვირვალე და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. ვულოცავთ დავით ასათიანს გამარჯვებას. მან უპრეცენდენტო უპირატესობით 500 ხმით მოიგო არჩევნები“,-ნათქვამია ადვოკატთა განცხადებაში.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.