"იურიდიული ფირმების ასოციაციამ" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად ლევან ჯანაშია წარადგინა
"იურიდიული ფირმების ასოციაციამ" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად ლევან ჯანაშია წარადგინა

“იურიდიული ფირმების ასოციაციამ” ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად ლევან ჯანაშია წარადგინა.

ჯანაშიას კანდიდატურის დასახელება “ქარვასლაში” “სიფას” ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოხდა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ დღეს მიეძღვნა.

როგორც ორგანიზაცია “სიფას” ხელმძღვანელმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, ლევან ჯანაშიას კანდიდატურა მისი ხედვებიდან გამომდინარე მოხდა, რასაც “სიფა” აბსოლუტურად ეთანხმება.

როგორც ლევან ჯანაშიამ აღნიშნა, ასოციაციის წევრების მხრიდან მხარდაჭერის იმედი აქვს.

“გვაქვს იდეები, რომელიც ადვოკატთა ასოციაციას წაადგება. პროგრამას და ხედვებს არჩევნებამდე წარმოვადგენთ, რომელიც გათვლილია ადვოკატთა კორპუსის იმიჯის გაუმჯობესებაზეც და ადვოკატის, როგორც ცნების მნიშვნელობის გაზრდაზეც“, – განაცხადა ლევან ჯანაშიამ.