ხაზარაძე-ჯაფარაძის საქმე

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გუშინდელი რეზონანსული განცხადებების გარშემო ურთიერთბრალდებები მწვავდება.

ბიზნესმენების ადვოკატი იმ ხუთ დოკუმენტს აქვეყნებს, რაზე დაყრდნობითაც გუშინ ფინანსური მონიტორინგის სამსახური მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებების სამიზნედ იქცა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლების ადვოკატი დღეს გასაჯაროებული მასალების საფუძველზე ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ბიზნესმენების ანგარიშებზე ინფორმაციის მიწოდება ქართულმა მხარემ თავად მოსთხოვა და სწორედ ლონდონიდან მიღებული საპასუხო წერილის საფუძველზე მიმართა სასამართლოს ხაზარაძის ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნით.

საპირისპიროს ამტკიცებს გენერალური პროკურატურა, რომელიც დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტების ერთმანეთთან კავშირს არ ადასტურებს.

უახლოეს დღეებში რეზონანსულ საქმეზე ადვოკატი კორძაძე სამართლებრივი კუთხით ახალი გარემოებების გასაჯაროებას აანონსებს.