გლაუკომის დიაგნოზის მქონე მოქალაქეები წამლებს უფასოდ მიიღებენ.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა. სიახლეა ისიც, რომ ჩამონათვალში მოხვედრილ პრეპარატებს მოქალაქეები წლის განმავლობაში ულიმიტოდ მიიღებენ. მანამდე უფასოდ გასაცემი მედიკამენტების რაოდენობაზე შეზღუდვები იყო დაწესებული. სამომავლოდ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლების პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.