რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელების მიმართ. ამ წუთებში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. საუბარია ორ პოლიციელზე, მათგან ერთს შშმ პირზე არაადამიანურ მოპყრობას, ხოლო მეორე, პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.