შშმ პირთა უფლებები - გაერო-ს ექსპერტის შეფასება

გაერო-ს ექსპერტი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინკლუზიური და უფლებებზე დაფუძნებული გარემოს განვითარების მიმართულებით. ამის შესახებ გაერო-ს მომხსენებელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. გერარდ ქუინმა სახელმწიფოს, პოლიტიკით გათვალისწინებული ღონისძიებების პრაქტიკაში განხორციელებისკენ მოუწოდა.