გიორგი გახარია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების შესახებ იმსჯელეს.
გიორგი გახარიამ და პასკალ მენიემ დადებითად შეაფასეს პოლიციის ატაშეების მუშაობა, რამაც მათი თქმით, მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით.