5-6 ივლისის ძალადობის საქმის გამოძიება  

მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს საფრანგეთის ელჩი.

დიეგო კოლასი 5 ივლისის მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული.

მედიაზე თავდასხმის საქმეს გამოეხმაურა ამერიკის ელჩიც. „ჟურნალისტებმა საქმე უნდა აკეთონ დაშინების და ძალადობის გარეშე, შემაშფოთებელია, რომ თავდასხმების ორგანიზატორები დაკავებული არ არიან“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.