ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე - ელჩების გამოხმაურება

ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარ ძალადობას ეხმაურება ნიდერლანდების ელჩი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დიპლომატებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე მე დიდი შეშფოთება გამოვთქვი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე 5 ივლისს „თბილისი პრაიდზე“ განხორციელებული ძალადობისა და არასაკმარისი დაცვის გამო“- ვკითხულობთ დიპლომატის „ტვიტერზე“. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმედგაცრუება გამოხატა 5 ივლისს „კონსტიტუციური წესრიგისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო“ საფრანგეთის ელჩმაც. დიპლომატის განცხადებაში ვკითხულობთ: „განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მოვუწოდეთ მთავრობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობები და პრესა“ წერს დიეგო კოლასი.