ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს

საფრანგეთი ევროკავშირში საბჭოს თავმჯდომარეობას ჩეხეთის რესპუბლიკას გადააბარებს. 2022 წლის 1 ივლისს, ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება. ამ საკითხზე საქართველოში ჩეხეთის და საფრანგეთის ელჩებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც ჩეხეთმა განსახორციელებელ, ხოლო საფრანგეთმა ევროკავშირის საბჭოში მისი პრეზიდენტობის დროს მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. საფრანგეთის ელჩმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც გააკეთა კომენტარი.