საფრანგეთის ელჩის განცხადება

12:08, 19.03.2019

საოკუპაციო ხაზიდან გახშირებული გატაცებების და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს საფრანგეთის ელჩი საქართველოში. პასკალ მენიეს განცხადებით, რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და რუსეთმა შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც პატივს სცემს თავის მეზობლებს.  ამასთან, მენიეს თქმით, საქართველოს ევროპელი მეგობრების იმედი უნდა ჰქონდეს.

მსგავსი