საოკუპაციო ხაზიდან გახშირებული გატაცებების და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს საფრანგეთის ელჩი საქართველოში. პასკალ მენიეს განცხადებით, რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და რუსეთმა შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც პატივს სცემს თავის მეზობლებს. ამასთან, მენიეს თქმით, საქართველოს ევროპელი მეგობრების იმედი უნდა ჰქონდეს.