შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იოჰანეს ჰანის საპასუხო წერილს თბილისში ეხმაურებიან

ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საპასუხო წერილს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის ლანა ღვინიანიძის განცხადებით, წერილი საქართველოს ხელისუფლების მისამართით მნიშვნელოვან მესიჯებს შეიცავს. კერძოდ, მისი თქმით, საუბარია ევროკომისრის იმ შენიშვნაზე, რომელიც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაზე მიუთითებს.

აქცენტი კეთდება ქვეყანაში უფრო ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე.