კულტურის სამინისტროს ინიციატივით შოთა რუსთაველის დღე აღინიშნა მარნეულში. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“. მუნიციპალურ ბიბლიოთეკას კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული 30-მდე წიგნიც გადაეცა. დღის ბოლოს მარნეულის კულტურის სახლის დარბაზში ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტი გაიმართა.