შოთა რუსთაველის დღე მარნეულში

18:48, 16.05.2022

კულტურის სამინისტროს ინიციატივით შოთა რუსთაველის დღე აღინიშნა მარნეულში. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“. მუნიციპალურ ბიბლიოთეკას კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული 30-მდე წიგნიც გადაეცა. დღის ბოლოს მარნეულის კულტურის სახლის დარბაზში ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტი გაიმართა.

მსგავსი