შობის ღამეს ფანჯრებთან ტრადიციულად სანთლები აინთო. პატრიარქის ინიციატივით, უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით დღესასწაულს ასე ხვდება. ზუსტად 12-ზე სახლების ფანჯრებში სანთლები ინთება. ეს ტრადიცია მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა.