„ქართული მარში“ 19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაკავებული და გასამართლებული წევრების გათავისუფლებას მოითხოვს.
7 დაკავებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება. დაკავებულების საქმეებზე გამოძიება კი გრძელდება.