„ქართული მარშის“ განცხადება

პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკანორ მელიას დებატებში იწვევს.

როგორც ირაკლი შიხიაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან მართული ჯგუფები „ქართული მარშის“ წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებენ. მისივე თქმით, ეს კამპანია დავით გარეჯში გამართული გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ დაიწყო. ირაკლი შიხიაშვილი იმედს იტოვებს, რომ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს პასუხები, სწორედ ამ ღია დებატებზე გაეცემა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.