„ქართული მარშის“ აქცია

პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ ზუგდიდის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ ბრიფინგი გამართა. მან  ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში შსს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სტუმრობის შესახებ ისაუბრა. გაბედავას თქმით, „ქართული ოცნება“ არ ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა კი მის რეაბილიტაციას ემსახურებოდა. გაბედავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანსაც მიმართავს, რატომ არ ებრძვის ის „ნაციონალურ მოძრაობას“. გაბედავას მტკიცებით, ჩიქოვანს საარჩევნო შტაბში ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და თვითონაც ყოფილი „ნაციონალია“. გიორგი გაბედავამ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მისი სახელის გამოყენებაში დაადანაშაულა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.