„ქართული მარში“ დავით გარეჯში

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები დავით გარეჯში იმყოფებოდნენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, მათ სურდათ, საქართველოს მოსახლეობას დრონის მეშვეობით დავით გარეჯში არსებული ვითარება ეჩვენებინათ.

პროცესს მესაზღვრეებთან მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა „მარშის“ წევრებს განუმარტეს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საზღვრიდან 500 მეტრის მოშორებით შეეძლოთ დრონით გადაღება. „მარშის“ წარმომადგენლებმა საბოლოოდ სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნა გაითვალისწინეს, განმარტებას დათანხმდნენ და დრონი მონასტრიდან მოშორებით გაუშვეს.

 

დატოვე კომენტარი