შიჰანის მთის არქეოლოგიური გათხრები

იორდანიაში, ქალაქ კარაკში მდებარე შიჰანის მთაზე საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები, სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყება. ისტორიული ადგილი შესაძლოა მე-11 საუკუნის ქართული მონასტრის ნაშთებს ინახავდეს. ამ ვარაუდს ცნობილი მეცნიერების არაერთი კვლევა და ისტორიული წყარო ამყარებს. საძიებო ექსპედიციის დაწყებაზე შეთანხმება უკვე არსებობს, რასაც წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ადასტურებს რომ შიჰანის გათხრებზე ქართველი სპეციალისტების მონაწილეობისთვის თანხები გამოყოფილია და ახლა შესაბამის დროს ელოდებიან. შიჰანის მთაზე ისტორიული კვალის ამსახველი მასალა „მოამბეს“ იორდანიაში საქართველოს საელჩომ მოაწოდა.