ქართული კულტურის ცენტრი მდინარე იორდანეზე

21:51, 17.11.2023

საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე.

ისტორიული პროექტი ახალ ფაზაში გადადის. ადგილის გამოყოფის შემდეგ მზად არის საბოლოო გეგმა და კონცეფცია, რომლითაც იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. მდინარე იორდანესთან 4 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად შესაბამისი კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს. ქართველი არქიტექტორების მიერ შემუშავებული კონცეფცია ქართული კულტურის ცენტრში ეკლესიის, საგამოფენო დარბაზების და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თუ სამუზეუმო სივრცეების მოწყობას გულისხმობს. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული სავანის მშენებლობა დიდი ალბათობით მომავალი წლიდან დაიწყება.

მსგავსი