პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო.
დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საქმიანობა განაახლეს მსხვილმა სავაჭრო ცენტრებმა და არასასურსათო მაღაზიებმა. თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, დიდ ქალაქებში გაიხსნა ტრანსპორტი და სკოლებიც. დღეიდან აღდგა რეგულარული ფრენებიც. პრაქტიკულად ცხოვრების ძველ რეჟიმს დაუბრუნდა აჭარა, რომელიც სექტემბერში ინფექციის გავრცელების ეპიცენტრად იქცა. ბიზნესის ის სფეროები, რომლებიც ჯერ ისევ ჩაკეტილია, პროტესტს განაგრძობენ და რეგულაციების დაცვით ვადაზე ადრე გახსნას ითხოვენ.