ამინდის გაუარესების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. თოვის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.