ვითარება საავტომობილო გზებზე

საავტომობილო მაგისტრალებზე შეზღუდვები მოხსნილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც დასაშვებია. მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. რაც შეეხება მისაბმელიან, ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებს, მოძრაობა გვირაბებში მიმდინარეობს ცალმხრივად.