გაუარესებული ამინდის გამო, საქართველოს საავტომობილო გზებზე დილიდან შეზღუდვები მოქმედებდა. ამ წუთებში ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოძრაობა აღდგა ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის. ქუთაისი-წყალტუბო, მესტია-უშგულის მონაკვეთზე კი გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.