ამინდის გაუარესების გამო, საქართველოში გზების ნაწილზე შეზღუდვები დაწესდა. ძლიერი ქარისა და დაბალი ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის პირველ 106-ე მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.