თოვის გამო საავტომობილო გზებზე მთელი ღამის განმავლობაში შეზღუდვები მოქმედებს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის. თუმცა, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-ე და 60-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცივი ამინდები შენარჩუნდება.
დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი, მთაში +6, +11 იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. 3 აპრილიდან კი შედარებით გამოიდარებს.