დიდთოვლობის გამო, ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის – მუხრანის გადასახვევი-სამტრედია-დაფნარის მონაკვეთზე, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედა-პაქსაძეების მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე, ქუთაისი – წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ჭველიერი-მელეს მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთსა და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.
ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძეები-გოდერძის მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კორშა-ბისოს მონაკვეთსა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მელე-ლასდილის მონაკვეთზე.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედა-პაქსაძეების მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მაღაროსკარი-კორშას მონაკვეთსა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.