პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ 12 საათზე ბრიფინგი დაინიშნა, სადაც, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება გარკვეული დეტალები შეწყალების აქტთან დაკავშირებით. მოხვდება თუ არა შესაწყალებელთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე – ეს ჯერჯერობით უცნობია. საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რომ დეკანოზის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველა საჭირო დოკუმენტი გადაგზავნილია და გადაწყვეტილება ახლა სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს. მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით მოხდება, რომელიც ძალაში 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა.