პრეზიდენტის გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. უმძიმესი გადაწყვეტილება – ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისი აქტის გამოცემას, პრეზიდენტი ვრცელი განმარტებებით ხსნის და ხაზს უსვამს, რომ არც ერთი შეწყალებული პოლიტიკური პატიმარი არ არის. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ უგულავას და ოქრუაშვილს არ იწყალებს მის გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და შეწყალება კონკრეტული დანაშაულისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მისი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივი არის ის, რომ ქვეყანა მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშეა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორი თვის წინ მიღწეულ შეთანხმებაში არსებობს ბუნდოვანება, რომელზეც პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აკისრია. მისი აზრით, შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ბერკეტი დღეს ,,ქართულ ოცნებას” არ გააჩნია.

პრეზიდენტის საგანგებო განცხადება #LIVE