შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წყალმოვარდნამ მდინარეზე მშენებარე ხიდის მერვე ბურჯი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ მაღალია. არსებული ვითარების შესწავლა დაიწყება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.