თბილისში, საქართველოს რკინიგზის დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა, რომელზეც რკინიგზის თანამშრომლები გეგმურ სამუშაოს ასრულებდნენ. ორივე ადგილზე დაიღუპა. „მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე – საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება `„თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში. შემთხვევის შედეგად სამგზავრო მატარებელში არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.