სარკინიგზო კატასტროფა პაკისტანში 

პაკისტანში მომხდარ მასშტაბურ სარკინიგზო ავარიას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 120-ზე მეტი პირი.

ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად 14 ვაგონი გადატრიალდა, მათგან რვა სრულად განადგურდა. სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც მონაწილეობენ. ქვეყნის პირველი პირი სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.