ხმაური იყო ნაძალადევში.
მშენებარე ობიექტზე „ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო პლაკატები ტერიტორიის მეპატრონემ ჩამოხია. ობიექტის მფლობელის განმარტებით, მან პარტიის წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ ღობეზე საარჩევნო პლაკატები არ გაეკრათ. „ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ სამშენებლო ობიექტის ღობეზე საარჩევნო პლაკატების გაკვრის უფლება კანონით აქვთ. ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. „ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.