შემთხვევა ჟვანიას ქუჩაზე

თბილისში, ჟვანიას ქუჩის 12 ნომერში კლდის მასის ჩამონგრევას დედაქალაქის მერიაში ეხმაურებიან.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შემთხვევა წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია. რაც შეეხება ზოგადად ჟვანიას ქუჩას, მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ადგილზე რაიმე სახის გეოლოგიური პრობლემის არსებობას არ ადასტურებს.  ჟვანიას 12 ნომერთან კლდის ნაწილი გუშინ საღამოს ჩამოიშალა, შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი და კორპუსის ეზო.  შემთხვევის ადგილზე „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ.