ბოლნისის რაიონში მცხოვრები 16 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებენ.
არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულ მოზარდზე განყოფილებაში იძალადეს და ფიზიკური შეურაცჰყოფა მიაყენეს, რაშიც 4 პირი მონაწილეობდა. როგორც მოზარდის ოჯახის წევრები აცხადებენ, დაზიანებები მას თავისა და ხელის არეში აქვს მიყენებული. მათ შორის, ახალგაზრდას მოტეხილი აქვს ხელი, რაზეც მას ოპერაცია იაშვილის კლინიკაში უკვე ჩაუტარდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.