ცოფის ვირუსის მორიგი შემთხვევა და საფრთხეები

იდენტიფიცირებულია მოზარდი, რომელსაც ცოფით დაავადებულმა ძაღლმა უკბინა.

ირკვევა, რომ არასრულწლოვანს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძაღლის სიკვდილამდე ჰქონდა დაწყებული. 14 წლის ბიჭი მიუსაფარმა ძაღლმა კახეთის გზატკეცილზე დაკბინა. ამ შემთხვევამ უსახლკარო ძაღლების და მათი გახშირებული თავდასხმების პრობლემა კიდევ ერთხელ გაააქტიურა. უკონტროლო გამრავლების პრევენციისთვის მთავარ გამოსვლად სტერილიზაცია სახელდება. თუმცა, წლიდან წლამდე პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება. შესაბამისი მაკონტროლებელი უწყებები პასუხისმგებლობის ნაწილს მოქალაქეებს აკისრებენ.