ბაკურიანში შესაძლოა შემოვლითი გზა და ახალი ავტოპარკინგი მოეწყოს. ინიციატივა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკუთვნის. პროექტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სამინისტროში შემოვლითი გზისა და ახალი ავტოსადგომის აუცილებლობას სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურისტების რაოდენობის ზრდით ასაბუთებენ.