დასაქმებულთა პროტესტი

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების პროტესტი გრძელდება.

ოთხდღიანი მოლაპარაკების მიუხედავად, კომპანია „მაკრო ქონსთრაქშენის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. დასაქმებულები დახმარებას ადიგენის მერიას და სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სთხოვენ. დასაქმებული მუშები ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და გათავისუფლებული თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ.