შემოვლითი გზის მშენებლობა

პრემიერმა ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა.

მაგისტრალის 19 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი. მეორე 56 კმ-იანი მონაკვეთი კი წლის ბოლოს აღდგება. ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.