ხაშურის შემოვლითი გზა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც 2022-ში ბათუმამდე უნდა ჩავიდეს, ინტენსიურად გრძელდება. დღეს ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული მონაკვეთი, რომელიც ქალაქ ხაშურზე გადიოდა, მძღოლებმა განახევრებულ დროში, შემოვლითი გზით გაიარეს. 13-კილომეტრიან გზაზე, რომელიც ხაშურის ე.წ. ჰამაკების ბაზრობასაც გვერდს უვლის, სპეციალური სავაჭრო სივრცეების მოწყობაც არის გათვალისწინებული. მიმდინარე წელს უკვე გახსნილ 46 კილომეტრს, კიდევ 24 უნდა მიემატოს. 2021-ში კი, ბათუმის შემოვლითი გზისა და სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის ამოქმედება იგეგმება.