შემაშფოთებელი სტატისტიკა - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

როგორ უნდა მოხდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების აღრიცხვა და მათთვის თამაშის უფლების შეზღუდვა. პრობლემა ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას და თამაშდამოკიდებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. საკითხის გადაჭრის მიზნით, დაზარალებული ოჯახები, საპატრიარქოს წევრები, დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები დღეს საკუთარ ხედვებს ერთმანეთს უზიარებდნენ.

სტატისტიკაც და ისტორიებიც საკმაოდ შემაშფოთებელია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების ახლობლების ცნობით, სათამაშო ვებ გვერდებზე რეგისტრაცია მარტივია. ასაკი და პირადი მონაცემები კი მხოლოდ მოგებული თანხის მიღების შემთხვევაში მოწმდება, თუმცა მოთამაშეები გამოსავალს აქაც მარტივად პოულობენ.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა ის კანონპროექტი განიხილეს, რომლიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. ირკვევა, რომ რიგი პუნქტები მეტი ეფექტიანობისთვის დახვეწას საჭიროებს.