კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ

სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. 25 წლამდე პირებისთვის თამაშის შეზღუდვა და აზარტული თამაშების რეკლამა პირველი იანვრის ნაცვლად, პირველი მარტიდან ამოქმედდება.

აკრძალვები, რომლებიც ახალი კანონპროექტით წესდება, აზარტულ თამაშებზე წვდომას ჯამში, მილიონამდე ადამიანს შეუზღუდავს. მათ შორის სოციალურად დაუცველებს, საჯარო მოხელეებსა და ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ შავ სიაში შეყვანილ პირებს. კანონპროექტით ონლაინსათამაშო ბიზნესისთვის დაბეგვრის ახალი მექანიზმი ამოქმედდება, რომლის საფუძველზეც, ამ სექტორისთვის გადასახადები იზრდება. სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესებას, უმრავლესობასთან ერთად, მხარს უჭერს ოპოზიციის ნაწილიც.