სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგები

გაამართლა თუ არა სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა: საჯაროვდება 1-ლი მარტიდან ამოქმედებული გამკაცრებული რეგულაციების შედეგები. ირკვევა, რომ ექვს თვეში აზარტულ თამაშებზე წვდომა მილიონნახევრამდე მოქალაქეს აეკრძალა. სფეროს შეზღუდვის მთავარი მიზანი, ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევის, ლუდომანიის წინააღმდეგ ბრძოლაა. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არაერთი ტრაგედიით დასრულდა. კანონში შეტანილი ცვლილებებით, გაიზარდა ასაკობრივი ცენზი, გარკვეულ კატეგორიებს თამაშებზე წვდომა შეეზღუდათ, აიკრძალა ყველა სახის რეკლამაც. თუმცა სფეროს წარმომადგენლები კანონის გამკაცრებით მიღებულ ნეგატიურ ეფექტებზე მიუთითებენ.