აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი

პარლამენტში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების კანონპროექტის განხილვა გრძელდება. მას შემდეგ, რაც პირველი მოსმენით პროექტს სესიაზე მხარი დაუჭირეს, დოკუმენტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. განხილვის პროცესი ისევ ცხარე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრაა დაგეგმილი.

შალვა სუმბაძე მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში და ის ახლა „მოამბის“ პირადაპირ ეთერში გვიერთდება – რა შეიცვალა პროექტში პირველი მოსმენის შემდეგ?